თბილისის მერია

კალაძე: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ალბათ, მაისში დაიწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ალბათ, მაისის თვეში დაიწყება და ზაფხულის ბოლოს დასრულდება. კალაძე აღნიშნავს, რომ რუსთაველი რეაბილიტირდება ახალი დიზაინით და იქნება "ყველანაირად კომფორტული". 

"ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას. გზა არის ამორტიზირებული, მძიმე მდგომარეობასში. ხშირია დაზიანებები, გზის ჩავარდნები. ალბათ, მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის, გვინდა, სრულად დავამთავროთ" - თქვა მერმა. 

კალაძე ამბობს, რომ, პროექტის მიხედვით, სრულად უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, ტროტუარები, განათების სისტემა, მიწისქვეშა ურნები, გამწვანება და ა.შ.

კომენტარები