რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ურსულა ფონ დერ ლაიენი კით კელოგს შეხვდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგს შეხვდა.

ბრიუსელში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფონ დერ ლაიენი პლატფორმა X-ზე ავრცელებს. მისი თქმით, გენერალ კელოგთან მნივშნელოვანი განხილვა ჰქონდა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით

"ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით ევროპამ ყველაზე მეტი შეიტანა პროცესში და ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ძალისხმევას". - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი

"ჩვენ გვსურს აშშ-თან პარტნიორობა, რათა უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველვყოთ". - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, "ახლა კრიტიკული მომენტია".

კომენტარები