პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლა მთელ ევროპას ემუქრება.
"ყველა ევროპელმა უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა უკრაინის მიმართ და ამავე დროს გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რადგან რუსეთი ახლა, სამწუხაროდ, მთელ ევროპას ემუქრება". - განაცხადა ფრედერიკსენმა ელისეს სასახლეში.
"არ ვფიქრობ, რომ ისინი უკრაინაში შეჩერდებიან. სწორედ ამიტომ ძალიან მაწუხებს სწრაფი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რადგან ეს პუტინსა და რუსეთს ხელახალი მობილიზაციის შესაძლებლობას მისცემს, რათა შეუტიოს უკრაინასა და სხვა ევროპულ ქვეყანას". - თქვა დანიის პრემიერმინისტრმა.
მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიაღწევენ შეთანხმებას ფისკალურ წესებზე, რათა ქვეყნებმა რეალურად შეძლონ თავდაცვის ხარჯების გაზრდა.





