რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კირ სტარმერი: უცილებელია აშშ-ს მხარდაჭერა, რათა რუსეთი უკრაინას კვლავ არ დაესხას თავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ აშშ-მ ევროპასთან ერთად უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები უნდა შესთავაზოს. 

"აუცილებელია აშშ-ს მხარდაჭერა, რადგან ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ რუსეთი უკრაინას კვლავ არ დაესხას თავს". - განუცხადა სტარმერმა ჟურნალისტებს ელისეს სასახლეში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ. 

"ევროპელი ლიდერების დღევანდელი არაფორმალური შეხვედრა თავდაცვის გამოწვევაზე რეაგირების მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. ნათელია, რომ აშშ NATO-ს არ დატოვებს, თუმცა ჩვენ, ევროპელებს, მეტის გაკეთება მოგვიწევს". - თქვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა.

მისი თქმით, ევროპელებს მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ, როგორც თავდაცვის ხარჯების, ასევე უკრაინის მომარაგების კუთხით.

"ჩვენ პროცესის ძალიან ადრეულ ეტაპზე ვართ. ევროპამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, მზად ვარ განვიხილო ბრიტანული ძალების უკრაინაში გაგზავნა სხვებთან ერთად, თუ მტკიცე სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული". - განაცხადა სტარმერმა.

კომენტარები