უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩინეთის მონაწილეობას არ გამორიცხავს.
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა შესაძლოა მიიღოს მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში, თუმცა, ის ასევე ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყვნენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, უკრაინის დახმარებაზე და რუსეთის აგრესიის შეწყვეტაზე.
Интерфакс-Украина-ს ინფორმაციით, ზელენსკიმ ამასთან დკავშირებით, საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.
როგორც, Интерфакс-Украина აღნიშნავს, ზელენსკის დაუსვეს კითხვა, მზად არის თუ არა ის, ჩინეთის, როგორც სამშვიდობო პროცესის მონაწილის განსახილველად.
"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ მზად ვართ დიდი მოთამაშეების მონაწილეობისთვის. თუმცა მოლაპარაკებების მაგიდასთან იმ მომენტში იქნებიან მხოლოდ ისინი, ვინც მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა როგორც უსაფრთხოების გარანტიებზე, ასევე დახმარებაზე, პუტინის შეჩერებაზე და უკრაინის აღდგენაში ინვესტირებაზე" - თქვა ზელენსკიმ.





