რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

18 თებერვალს ზელენსკი და ერდოღანი ერთმანეთს ანკარაში შეხვდებიან

18 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკსი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში შეხვდება.

ინფორმაციას თურქეთის კავშირგაბმულობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფაჰრეთინ ალთუნი პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

"ჩვენი პრეზიდენტი, ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უმასპინძლებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ჩვენ ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. შეხვედრა 18 თებერვალს, სამშაბათს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება". - წერს ალთუნი.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ თურქეთ-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობებს და იმ ნაბიჯებს, რომლებიც  თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად უნდა გადაიდგას.

"ვიზიტის ფარგლებში, ასევე მოხდება აზრების გაცვლა უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და სხვა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე".- წერია განცხადებაში.

კომენტარები