რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

NBC: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას მინერალების 50%-ზე წვდომაზე წინადადება წარუდგინა

აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევი, 12 თებერვალი
Tetiana Dzhafarova/AFP/Getty Images

ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას შესთავაზა, რომ აშშ-ს მხრიდან 2022 წლიდან გაწეული სამხედრო დახმარების სანაცვლოდ უკრაინამ აშშ-ს იშვიათი წიაღისეულის რესურსების 50%-ის მფლობელობა გადასცეს და მიანიშნა მზადყოფნაზე, განალაგოს ამერიკული ჯარები დეპოზიტების დასაცავად, თუ რუსეთთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმება შედგება. ინფორმაციას NBC ოთხ ამერიკელი ოფიციალური პირზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ იშვიათ მინერალებში თანხის გადახდის ნაცვლად, მფლობელობაში გადაცემა უკრაინისთვის გზა იქნება, რათა აანაზღაუროს აშშ-სგან მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღისა და სამხედრო დახმარების მიღება.

რვა ინფორმირებული ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, 12 თებერვალს, კიევში აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათ წიაღისეულთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ შედგენილი ხელშეკრულების მონახაზი წარუდგინა.

მათივე ცნობით, ზელენსკიმ ბესენტის წარდგენილი დოკუმენტის გაცნობისა და შესწავლისთვის დრო მოითხოვა, რათა შეთანხმებისთვის მიუნხენში მიეღწიათ.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, 14 თებერვალს კი უკრაინამ აშშ-ს მინერალების ორმხრივ შეთანხმებაზე დოკუმენტის საკუთარი ვერსია გადასცა.

ამასთან, გამოცემა სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიუნხენში ამერიკელი სენატორების ორპარტიულ დელეგაციასთან 90-წუთიანი შეხვედრის დროს, ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა ტრამპის გუნდის მიერ წარდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით.

ანონიმური წყაროს თქმით, ზელენსკის "ჰქონდა განცდა, რომ მას დაუსაბუთებლად სთხოვდნენ ხელის მოწერას ისეთ რამეზე, რისი წაკითხვის შანსიც კი არ ჰქონდა".

წყაროს ცნობით, ზელენსკიმ აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე საკუთარი გეგმა განიხილა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინული კონსტიტუციის დაცვით იყო შედგენილი.

კომენტარები