თქვენ [უკრაინელები] ხართ მოკავშირეები, რომლებზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. არც ერთი ამერიკელი არ მომკვდარა უკრაინის დასაცავად, თქვენ აიღეთ ჩვენი იარაღები და გაუსწორდით მათ და ძალიან ვამაყობ, რომ თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები.
როგორ დასრულდება ეს ომი? ეს დასრულდება ისე, როგორც მე ვიმედოვნებ, იმგვარად, რომ ხელახლა აღარ მოგვიწევს. [...] არ აქვს მნიშვნელობა, ვის ურეკავს ტრამპი და როდის ურეკავს, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ დასრულდება ის [ომი]. [...]
ტრამპი არ გააკეთებს უკრაინაში იმას, რაც ავღანეთში ვქენით. შეეცდება, იპოვოს გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ომი დასრულდება უფრო მალე, ვიდრე უფრო გვიან [...] ვფიქრობ, რომ ის ამ ომის დასრულების ისეთ გზას იპოვის, რომ პუტინი მის გასამეორებლად სულელი უნდა იყოს. [...] როგორ უნდა შეაკავო პუტინი? უნდა ბოლომდე შეაიარაღო ეს ადამიანი [ზელენსკი], მისცე მათ არა რამდენიმე, არამედ უამრავი F-16, მისცე მათ ATACMS-ები, მისცე მათ ტანკები, რადგან ისინი იბრძვიან [...]
მოდით შევაიარაღოთ ის [ზელენსკი], მოდით მინერალებზე შეთანხმება გავაფორმოთ, რომ ამერიკული ბიზნესის ინტერესი გვქონდეს. პუტინს არ ესმის, რა ხდება. თუ მინერალებზე შეთანხმებას დავდებთ, პუტინს დაერხევა (ორიგინალი - Putin is screwed), რადგან ტრამპი შეთანხმებას დაიცავს. ამიტომ, საუკეთესო, რაც აქ მოხდება, არის ის, რომ, იმედია, შენთან [ზელენსკისთან] შეთანხმებას დადებს და ის დაიცავს ამერიკის ინტერესებს.





