რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

სანდუ: მოლდოვის ტერიტორიაზე რუსეთის ორი დრონი აფეთქდა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ
REUTERS/Vladislav Culiomza/File Photo

მოლდოვის ტერიტორიაზე რუსეთის ორი დრონი აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ X-ზე ავრცელებს. 

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა მოლდოვაში კიდევ ერთხელ ჩამოაღწია. შაჰიდის დრონმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია, ორი მათგანი ჩვენ მიწაზე აფეთქდა და მოლდოველების სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა. რუსეთი პატივს არ სცემს საზღვრებს, თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს და ავრცელებს ტერორს. უკრაინის წინააღმდეგ მისი ომი დანაშაულია"  – წერს სანდუ 

კომენტარები