რუსეთი

აზერბაიჯანმა რუსეთის დუმის დეპუტატი, ნიკოლაი ვალუევი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

აზერბაიჯანმა რუსეთის დუმის დეპუტატი, ნიკოლაი ვალუევი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზი ვალუევის მიერ ბაქოში რუსეთის კულტურული ცენტრის დაკეტვასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარია. 

" ნიკოლაი ვალუევის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები აზერბაიჯანისა და ჩვენი ხალხის მიმართ, მისი მუქარის შემცველი კომენტარები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სრულიად მიუღებელია" – წერია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აიხან ჰაჯიზადას განცხადებაში.

გასულ კვირას, ვალუევი გამოეხმაურა აზერბაიჯანში რუსული სახლის დახურვას. აზერბაიჯანმა რუსეთს 3 თებერვალს გაუგზავნა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ბაქოში მდებარე ოფისი არ არის იურიდიულ პირად რეგისტრირებული, რაც კანონდარღვევაა. 

ვალუევი გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთში საპასუხოდ დახურონ აზერბაიჯანული დიასპორის ორგანიზაციები. 

 

კომენტარები