ივანიშვილის მთავრობა

ღონისძიებაში, რომელსაც კობახიძე დაესწრო, აჭარის ბიუჯეტიდან 209 000 ლარზე მეტი დაიხარჯა

ივანიშვილის წარმომადგენლები, ირაკლი კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე

8 თებერვალს ბათუმში, ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის "მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით" გამართულ ღონისძიებაზე, რომელზეც ივანიშვილის ორმა წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ და თორნიკე რიჟვაძემ "სიმბოლური კაფსულა" ჩააგდეს და მოსახლეობას პროექტი წარუდგინეს, აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა.

ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა და  582 ოჯახი დაბინავდა, ხოლო ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ეტაპზე 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება, რომლებშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას. 

ბათუმელების ცნობით, აჭარის სამინისტროს ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე მეორე ეტაპის მშენებლობაზე ტენდერი 110 057 000 ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულად კომპანია ანაგი გამოაცხადეს, რომელიც მომსახურებას სამინისტროს 109 616 000 ლარად სთავაზობს.

კომენტარები