პროკურატურის ცნობით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 პირს პატიმრობა შეეფარდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდნენ, მათ შორის ე.წ. "ლოკაციებზე" განთავსების გზით. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული და ლოკაციებზე განთავსებული სხვადსხვა სახის ნარკოტიკული საშუალება" - წერია პროკურატურის განცხადებაში.
შსს-ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "ჰეროინი“, "ამფეტამინი“, "სუბოქსინი“, "ბუპრენორფინი“, "ალფა-პვპ“, "მეთადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





