ეროვნული ბიბლიოთეკა

ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა

ეროვნული ბიბლიოთეკა

ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ნაცვლად კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა - ინიციატივას მესამე მოსმენით მხარი ივანიშვილის პარლამენტმა დაუჭირა.

მიღებული ცვლილების მიხედვით, ეროვნული ბიბლიოთეკა გახდება "სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა".

"კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას." - წერია განმატებით ბარათში.

ინიციატივის ავტორი, პარლამენტში ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილია. კანონპროექტი ძალაში შევა მიმდინარე წლის 10 მარტიდან.

"გამომდინარე იქიდან, რომ „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე აზუსტებს მის სახელწოდებას ამოქმედდება 2025 წლის 10 მარტიდან, წარმოდგენილი კანონპროექტი, ასევე, ამოქმედდება 2025 წლის 10 მარტიდან." - წერია კანონპროექტში.

კომენტარები