აშშ-საქართველო

კობახიძე: საქართველოში აშშ-ს საელჩო, USAID, NED ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებდნენ

საქართველოში [აშშ-ს] საელჩო და USAID, ისევე როგორც NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. შესაბამისად, როდესაც საუბარია ცვლილებებზე, ეს ცვლილებები თანაბრად უნდა შეეხოს, როგორც USAID-ს, NED-ს, ასევე საელჩოს საქმიანობასაც.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში პირველ რიგში შეიცვლება, სწორედ, ამერიკის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ეს მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩ`ოს, USAID-ს, NED-ს და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართულ სამთავრობო მედიასთან საუბრისას

კომენტარები