რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე 77 დრონით და 2 ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში

ჩამოგდებული დრონის საილუსტრაციო ფოტო

6 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 77 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში, აქედამ 56 იკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, 18 კი ლოკაციურად დაიკარგა.

ამასთან ერთად, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის როსტოვის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით Искандер-М ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში.

ამასთან დაკავშირებით ინფორცმაციას უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის დრონით ორელის, კურსკის, ბრიანსკის, მილეროვოს და შატალოვოს მიმართულებით შეუტია

უკანასკნელი მონაცემებით, დადასტურებულია 56 Shahed-ის ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის და სხვა ტიპის დრონების ჩამოგდება ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ვინიცის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ოდესის ოლქებში.

ამავდროულად, მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ ხარკოვის, ჩერკასის და დნეპროპეტროვსკის ოლქები.

კომენტარები