წავკისი

კალაძე: წავკისში ათ ქუჩას ჩაუტარდება რეაბილიტაცია

წავკისში გვქონდა სერიოზული პრობლემები საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ათ ქუჩას ჩაუტარდება რეაბილიტაცია - დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ბორდიური. სამუშაოები დაგეგმილია ტაბიძის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, თაყაიშვილის, მანჯგალაძის, 9 აპრილის, ამაღლების II შესახვევში, ასათიანის ქუჩებსა და ასათიანის I და II შესახვევში.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კომენტარები