უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ბრძანების შესაბამისად, 50 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან სახმელეთო ჯარებში გააგრძელებს სამხედრო სამსახურს.
"ეს არის უკრაინის შეირაღებული ძალების დაქვემდებარებაში არსებული პერსონალის დაახლოებით 20%". – წერს გამოცემა Pravda წყაროზე დაყრდნობით.
გადაადგილება ომის დაწყების შემდეგ პირველი მსხვილი როტაციის ფარგლებში დაიგეგმა.
"ეს აუცილებელია, რომ როტაციის მექანიზმი ავამუშავოთ. ცვლილება დაგვეხმარება ავამუშაოთ ის რესურსი, რომელიც სასწავლო ცენტრებში გადის მომზადებას, ეს რაოდენობა ქვედანაყოფების მინიმალური და არა სრულყოფილი შევსებისთვის არის საკმარისი". – წერს მედია.
Pravda-ს წყაროს თქმით, ცვლილება ახლო მომავალში საბრძოლო მოქმედებების შესაძლო შეწყვეტით არ არის გამოწვეული.





