გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადება, ამერიკული სამხედრო დახმარების უკრაინულ იშვიათ წიაღისეულში გაცვლის შესახებ, მკაცრად გააკრიტიკა.
შოლცის თქმით, "ეს ძალიან ეგოისტური და ეგოცენტრული იქნებოდა".
ბრიუსელში ევროპელი ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე, გავრცელებული ცნობებით, შოლცმა საუბრისას გაზი გაუსვა, რომ უკრაინას პირველ რიგში "ფეხზე დადგომაში" უნდა დაეხმარონ, ხოლო ბუნებრივი რესურსები ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.
ცნობისთვის, 3 თებერვალ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას სურდა იმგვარი შეთანხმება უკრაინასთან, რომლითაც უკრაინა "შეინარჩუნებდა, რასაც მათ ჩვენ [აშშ] ვაძლევთ, მათი იშვიათი წიაღისეულისა და სხვა რაღაცების სანაცვლოდ".
თუმცა ტრამპს სასურველი ბუნებრივი წიაღისეულის ტიპები არ დაუკონკრეტებია.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა უკრაინულ გამოცემა Kyiv Independent-ს უთხრა, ქვეყნის მოკავშირეებისთვის უკრაინული ბუნებრივი რესურსების გაზიარება უკვე შედის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "გამარჯვების გეგმაში", რომელიც დასავლელ ლიდერებს, მათ შორის, ტრამპის უკვე წარედგინა.





