აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ამბობს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილი, იყიდოს გრენლანდია და დაიბრუნოს კონტროლი პანამის არხზე ლეგიტიმური ეროვნული ინტერესებიდან და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხიდან გამომდინარეობს.
“დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, დღეიდან ოთხ წელში ჩვენი ინტერესები არქტიკაში უფრო დაცული იქნება. ჩვენი ინტერესები პანამის არხში უფრო დაცული იქნება” – ამბობს რუბიო.
რუბიოს თქმით, ჩინეთს აქვს დიდი ინვესტიციები ჩადებული პანამის არხის პორტებში, რაც ქმნის საფრთხეს, კონფლიქტის შემთხვევაში ჩაკეტოს დერეფანი აშშ-ის ფლოტისთვის.
“თუ ჩინეთის მთავრობა კონფლიქტის დროს მოუწოდებს მათ, ჩაკეტონ არხი, მათ ამის გაკეთება მოუწევთ. ეჭვი არ მეპარება, რომ მათ ამის გეგმა აქვთ, ამიტომაც ეს პირდაპირი საფრთხეა” – თქვა რუბიომ.





