Coca-Cola

Coca-Cola-მ ქლორატის "მაღალი შემცველობის" გამო ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან პროდუქტი გამოიწვია

Coca-Cola-მ ქიმიური ნივთიერება ქლორატის "მაღალი რაოდენობით" შემცველობის გამო, ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან გაზიანი სასმელები გამოიწვია.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სასმელები ძირითადად ბელგიიდან, ლუქსემბურგიდან და ნიდერლანდებიდან გაიწვიეს. ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ ბრიტანეთში გაგზავნილი იყო მხოლოდ ხუთი პროდუქტის ხაზი, რომლებიც უკვე გაყიდულია.

კოკა-კოლის ბელგიური წარმომადგენლობის თქმით, გაწვევა შეეხო Coca-Cola-ის, Fanta-ს, Sprite-ის, Tropico-სა და Minute Maid-ის ბრენდებს.

როგორც BBC აღნიშნავს, ქლორატი შესაძლოა წარმოიქმნას, როდესაც წყლისა და საკვების დამუშავების დროს ქლორის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენება.

"დამოუკიდებელი ექსპერტების ანალიზის მიხედვით, რომ მომხმარებლებისთვის [ქლორატის შემცველობასთან] დაკავშირებული რისკები ძალიან დაბალია". - უთხრა კომპანიის სპიკერმა BBC-ს.

ამავდროულად, Coca-Cola აღნიშნავს, რომ მათ ამ დრომდე მომხმარებლებისგან არცერთი საჩივარი არ მიუღიათ. კომპანიის თქმით, მათ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს უკვე მიაწოდეს და მათთან თანამშრომლობა გააგრძელებენ.

როგორც BBC წერს, ქლორატის მაღალ შემცველობასთან კონტაქტმა შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, განსაკუთრებით ბავშვებსა და ჩვილებში.

კომენტარები