რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი კლიმოვი ირწმუნება, რომ "დასავლური ძალები" საქართველოს საქმეებში ერევიან. ამის შესახებ მან იტალიურ მედია Corriere della Sera-სთან ისაუბრა.
კლიმოვის თქმით, რუსეთის სუვერენიტეტისადმი არსებულ საფრთხეებს შორის არის დასავლეთის მიერ მათი "საშინაო საქმეების დისკრედიტაცია", როგორიცაა "ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა".
ამ სიტყვებთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა კლიმოვს ჰკითხა: "არ შეიძლება საარჩევნო კონკურენციის სამართლიანობაზე აზრის გამოხატვა?" - რაზეც კლიმოვმა უპასუხა:
"მე ასევე ვსაუბრობ დასავლური ძალების მიერ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევაზე. ისინი ყველგან არიან, უბრალოდ შეხედეთ, რა მოხდა საქართველოში, მოლდოვაში, რუმინეთში. წარმომიდგენია რას დაწერენ ჩემი მეგობარი ლუკაშენკოს გამარჯვებაზე".