მეუფე იაკობის განცხადებები

მეუფე იაკობი ზურაბიშვილზე: ქვეყნის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს - როგორ უნდა მივიღოთ?

როგორი დედა გვყავს ღვთისმშობელი, როგორი დედაა წმინდა ნინო, ჩვენზე მათგან რამე დაყვედრებული მოგვისმენია? დღეს რა ხდება? ჩართავ ტელევიზორს, ყურება აღარ მინდა საინფორმაციო გადაცემების. ამაყად აცხადებენ უცხოეთში თურმე ასეთი პატარა, მცირერიცხოვანი ქვეყანა ვერ დაგიმორჩილებიაო და დიადი ქვეყანა როგორ უნდა იყოო.

ბიჭო, ასეთი სულიერი სიღარიბე რა უნდა გქონდეს რა?! წმინდა ნინო არაქართველი იყო, ჩამოვიდა და ქართველებზე ქართველი გახდა. შენ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც ამაყობს, რომ უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ?

შეხედეთ და გადახედეთ თამარ მეფეს, ქეთევან დედოფალს, შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? რომ დადიხარ და ამდენ ქვეყანაში ჩივით, ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა და ჩვენ, ქართველ ხალხს გვინდა.

ჩვენ ვუყურებთ პროცესებს და, რა თქმა უნდა, მშვიდობა, სიმშვიდე გვინდა. ძალიან ცუდად ვიქცევით. ასე რომ ხდება, გამართლება არავის გვაქვს. ყველამ შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს, ერთმანეთს. რა გვინდა, ისევ 90-იანი წლებში დავბრუნდეთ? ადრეც მივმართე ქალბატონებს რა და განსაკუთრებით ერთ ქალბატონს, ვისი სისხლის დაღვრა გსურთ, რა? გაიხსენეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი და წმინდა ნინოს ქვეყანაა.

ამბობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ნინოობასთან დაკავშირებულ ქადაგებაზე.

კომენტარები