რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 50 რუსული დრონი გაანადგურა

26 იანვარს, რუსეთმა უკრაინაზე 72 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 50 რუსული დრონი გაანადგურა.

რადიო ელექტრო ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად 9 დრონი ლოკაციურად არის დაკარგული.

დრონები ორელი, კურსკის, ბრიანსკის, მილეროვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან ააფრინეს.

ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატები განადგურებულია კიევის, ოდესის, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებში.

რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები