რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსულ ნავთობბაზაზე და ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა

24 იანვრის ღამეს, უკრაინამ რუსეთში ორ საწარმოზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა რიაზანში მდებარე ნავთობბაზაზე. ადგილობრივი ადმინისტრაციის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 20-მდე უკრაინული დრონი მოიგერია, თუმცა მედიაში ვრცელდება ნავთობბაზაზე მომხდარი აფეთქებების ვიდეო.

გარდა ამისა, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ბრიანსკის ოლქში მდებარე ქარხანა კრემნიზე. 

კრემნიში იწარმოება ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტებისთვის აუცილებელი ელექტრო ნაწილები.

რამდენიმე უკრაინული დრონი ჩამოგდებულია მოსკოვთან ახლოს. იერიშის გამო დროებით შეწყვიტა მუშაობა დომოდედოვოს, ჟუკოვკის და ვნუკოვოს აეროპორტებმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 24 იანვრის ღამეს საჰაერო ბრძოლის შედეგად განადგურებულია 121 უკრაინული დრონი.

კომენტარები