რუსული რეჟიმი

ბუაძე: ესაა დანა, რომელიც თავდამსხმელებს ჰქონდათ - შსს-ს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, მას და კოალიციის საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას ორი პირი თავს მოულოდნელად დაესხა. 

მისივე თქმით, შსს-ს არ ამოუღია დანა, რომელიც მასზე თავდამსხმელებს ჰქონდათ. 

როგორც ბუაძე განმარტავს, მომხდარ თავდასხმაზე სამართალდამცველებს მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა ძლიერი საქართველოს საბურთალოს შტაბში. შეხვედრის დასრულების შემდეგ შტაბის ხელმძღვანელი და მე მივდიოდით ჩვენი მანქანისკენ, რა დროსაც ორი ადამიანი უცბათ შემოგხვდა ჩემი სახელის ხსენებით და ხმამაღალი გინებით. შესაბამისად, ამან  გამოიწვია ეს ინციდენტი. მაგრამ აქ არ ამოწურულა ეს ინციდენტი, ეს ხალხი დარჩა აქ, განაგრძობდა ქვების სროლას, დანა ამოიღეს, დაუვარდა ერთ-ერთს და ესეც კარგად ჩანს კადრებში. ეს იყო, სამწუხაროდ, მორიგი შემთხვევა ამ ქვეყანაში.

[...]

სასწრაფოში მე თვითონ დავრეკე საათნახევარია სასწრაფო აქ არ მოსულა, როგორ ჩანს, თავდამსხმელები დაზარალდნენ ამ ყველაფრის შედეგად და მათთან მივიდნენ პოლიციაც და მიაცილეს მერე სასწრაფოსთან და გააკეთეს ყველაფერი მათ გასამხნევებლად. მაგრამ აქ არც პოლიცია არ ყოფილა... ეს არის დანა, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ, შემთხვევით გამვლელ მშვიდობის მტრედებს, ასეთი დანა ჰქონდათ. არ გამსაუბრებია შსს, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა

მათ მიერ ნასროლი ქვა მოხვდა თავში ჩვენი საბურთალოს ლიდერს, რამაზ მანდარიას და სასწრაფო საათნახევრის განმავლობაში არ მოსულა და ახლა მოვიდნენ." - ამბობს ბუაძე ტვ პირველთან.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი რეაგირების მოლოდინი არ აქვს. 

ძლიერი საქართველოს წევრმა, საბა ბუაძემ დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ დაესხნენ თავს მას უცნობი პირები.

მოგვიანებით საბა ბუაძემ ასევე გაავრცელა დანის ფოტო, რომელიც მისი თქმით, ერთ-ერთ თავდამსხმელს დაუვარდა.
 

კომენტარები