თბილისში, თემქის პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. მათ შორის, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი.
აქციის მონაწილეები სარაჯიშვილის მეტროდან თემქის პოლიციამდე მსვლელობით მივიდნენ. ისინი საპოლიციო რეჟიმს აპროტესტებდნენ.
გავრცელებული კადრების მიხედვით, რეჟიმის პოლიციამ დემონსტრანტებს ნიღბების მოხსნა მოსთხოვა, დემონსტრანტებმა მათ უთხრეს, რომ დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ აღნიშნულ კანონს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაკავება დაიწყეს.
ტაბულა დამატებით დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს რომ ინფორმაციას აზუსტებდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს.





