შეწორება: ნიუსის თავდაპირველ ვერსიაში, კახა გოგიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩემი ცოლის დაქალების მსახიობები 5-5 ათასი ლარით დააჯარიმეს.
"ახლა გავიგეთ, რომ ჩცდ-ს მსახიობებს შეესია ხელისუფლება. კონკრეტულად, ანა ტყებუჩავას და ბაჩო ქაჯაიას მიუვიდათ ჯარიმები 5-5-ათასიანი.
[...] ხელოვნება, ხომ თქვენთვის პრობლემაა, ნიჭიერებაა თქვენთვის პრობლემა, იმიტომ რომ უნიჭოები ხართ. თქვენ ყველაფერს იმსახურებთ, სულ ყველაფერს იმსახურებთ, კარგს არა ოღონდ. ანი ტყებუჩავა და ბაჩო ქაჯაია გახდა თქვენი პრობლემა ხომ, კი თქვენი პრობლემაა, ნამდვილად თქვენი პრობლემაა, იმიტომ რომ ნიჭიერი ადამიანები თქვენი პრობლემაა. ძალიან დიდი პრობლემების წინაზე დგახართ, რადგან აქეთ მხარეს დგას ნიჭიერება. თქვენ მხარეს დგას უნიჭობა". - წერდა გოგიძე.
ადვოკატებთან გადამოწმების შემდეგ ინფორმაცია შესწორდა.
ანა ტყებუჩავა და ბაჩო ქაჯაია სასამართლოში დაიბარეს, მსახიობებს გზის გადაკეტვას ედავებიან.
ქაჯაიას ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, მსახიობის სასამართლო პროცესი 21 იანვარს 17:00 საათზე გაიმართება.
"განვმარტავ რომ ჩაგვბარდა უწყება, რომლის მიხედვითაც ბაჩოს ედავებიან 2025 წლის 09 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, მაშინ როცა ხალხის რაოდენობა იყო არასაკმარისი.
პროცესი ჯერჯერობით არ ჩატარებულა. ჩანიშნულია 21 იანვარს 17:00 საათზე.
შევხვდებით პროცესზე". - წერს მიგინეიშვილი.
IPN-ს ინფორმაციით, ანა ტყებუჩავას სასამართლო პროცესი 22 იანვარს ჩატარდება.