რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში, დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი

18 იანვრის გამთენიისას რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 4, ხოლო დაშავდა 3 ადამიანი.

კიევზე მიტანილმა იერიშმა გამოიწია ხანძრები და ინფრასტრუქტურული ობიექტების, კერძოდ მეტროსადგურ ლუკიანოვსკაიას დაზიანება.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა შჩევჩენკოს რაიონში მდებარე არასაცხოვრებელ შენობაში, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ დილის 07:05 საათზე დაშავებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

კიევში საჰაერო განგაში დილის 5:50-ზე გამოცხადდა.

 

კომენტარები