ხონში, სოფელ გუბში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.