ევროპარლამენტი დიდი ხანია მოწყდა რეალობას, როგორც თავის დროზე PACE-ი, და გადაიქცა დემაგოგების გროვად. უმრავლესობას, რომელსაც სხვადასხვა სახელის პარტიების ლიბერალები წარმოადგენენ, მაგრამ ერთ ძალაც, "კოლექტიურ სოროსს" წარმოადგენენ, რატომღაც ჰგონიათ, რომ მსოფლიოს მართავენ. და ისინი ვერასდროს შეიგნებენ, რომ უფრო და უფრო იქცევიან იმ ეპოქის გადმონაშთად, როცა ევროკავშირი ცხენზე იყო ამხედრებული. თუმცა ცხენი, რომელზეც ევროკავშირი იჯდა, მოკვდა. დასუსტებული და სულ უფრო დაქვეითებული ლიბერალური პოლიტიკით, დიდი ხანია, ევროკავშირი უკვე არაა ისეთი, როგორიც ადრე იყო, ევროპარლამენტის რეზოლუციები კი, უფრო და უფრო უაზრო და ისტერიულია. საქართველოში მათ უბრალოდ დასცინიან და სწორადაც იქცევიან.
tbl.ge/70x8
დაკოპირდა
რუსი სენატორი, ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელი, ალექსეი პუშკოვი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა. პოლიტსაბჭოს კონსპირაციულ განცხადებაში ნახსენები იყო ჯორჯ სოროსიც და ეწერა, რომ "სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ "დიფ სთეითის" უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება". ამავე ტექსტში საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციებზეც.
ამავე თემაზე
- ლავროვი: 3+3 ფორმატი ჩვენი ქართველი მეზობლებისთვის მუდამ მისაწვდომია
- ლავროვი: იქნებ გონსალესმა მაგალითი ზურაბიშვილისგან აიღოს, რომელიც ამბობდა, არსად წავალო
- გაზაევი ყაველაშვილზე: ბევრის მიმღწევი სპორტსმენები, პოლიტიკაში წარმატებულები არიან
- სლუცკი ყაველაშვილზე: საქართველო თავდაჯერებით გადის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ტესტს
- ზატულინი: საქართველოს პრაგმატულმა ხელისუფლებამ არ მოისურვა სხვისი ინსტრუმენტი გამხდარიყო