8 იანვარს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის მორიგი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ეს რიცხვები შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
უკრაინის გენერალური პროკურორის უწყებამ Telegram-ზე განაცხადა, რომ იერიშის ფარგლებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინა, სამრეწველო ქარხანა და სხვა სახის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ამასთანავე, ნანგრევები ტრამვაისა და ავტობუსს მოხვდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ.
"არაფერია იმაზე უფრო სასტიკი, ვიდრე ქალაქისკენ საჰაერო ბომბების გაშვება მაშინ, როცა იცი, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები დაიტანჯებიან". - დაწერა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.





