აშშ-ში ზამთრის ძლიერი შტორმის "ბლერის" გამო ათასობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შვიდ შტატში, კანზასში, მისურიში, კენტუკიში, ვირჯინიაში, დასავლეთ ვირჯინიაში, არკანზასსა და ნიუ ჯერსში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. გარდა ამისა ჩაკეტილია გზები და დახურულია სკოლები.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქარიშხალს შეუძლია გამოიწვიოს 2011 წლის შემდეგ, ყველაზე ძლიერი თოვლი და დაბალი ტემპერატურა.
FlightAware-ს მიხედვით, აშშ-სა და მის მის ფარგლებს გარეთ 5 000-ზე მეტი ფრენა გადაიდო და 1 500-მდე - გაუქმდა.
აშშ-ს გარდა, უამინდობაა ევროპაშიც. ძლიერმა ყინვამ და დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში. შეფერხებული იყო ლივერპულისა და მანჩესტერის აეროპორტების მუშაობა, გადაიდო რამდენიმე რეისი.
ბრიტანეთის გარდა, დიდთოვლობის გამო რეისები გაუქმნდა გერმანიაშიც, შეფერხებით მუშაობს მიუნხენის, ფრანკფურტისა და შტუტგარტის აეროპორტები.
უამინდობაა პორტუგალიაშიც, ძლიერი ქარის შედეგად, პორტუგალიასა და მადეირაზე ინფრასტრუქტურის დაზიანების 300-მდე ინციდენტი დაფიქსირდა.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ აშშ-ში ამინდი დღეიდან შეიცვლება.





