უამინდობა აშშ-ში

ქარბუქის და დიდთოვლობის გამო ნიუ იორკსა და ვაშინგტონში მოძრაობა პარალიზებულია

gaholder81

ძლიერმა ქარბუქმა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო თოვლით დაფარა. ნიუ იორკსა და ვაშინგტონში მოძრაობა პარალიზებულია. 85 მილიონი ადამიანი ამინდის გამოსწორებას ელოდება. თოვლის სიმაღლე ზოგ მონაკვეთში 102 სანტიმეტრსაც კი აღწევს. პარალიზებულია რკინიგზა და საჰაერო მიმოსვლა. 200 000 ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მოძრაობის შეზღუდვა ნიუ იორკში, შესაძლოა დღეს საღამოს მოიხსნას.

უამინდობის გამო დაღუპულია მინიმუმ 18 ადამიანი, რაც ძირითადად ავტოსაგზაო შემთხვევებს უკავშირდება.

ამ ეტაპზე ქარბუქის სიძლიერე მცირდება.

კომენტარები