რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, სახლზე, სადაც იმყოფებოდა, უკრაინამ დრონით თავდასხმა სცადა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი
Антон Вергун/ ТАСС

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, სახლზე, რომელსაც ათვალიერებდა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა (ВСУ) დრონით თავდასხმა სცადეს, თუმცა მისმა თანმხლებმა კოლეგებმა ის ჩამოაგდეს

ამის შესახებ ის თავის Telegram-არხზე წერს.

"სანამ სახლს ვათვალიერებდი, დრონი მოფრინდა, კოლეგებმა, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ, ის სასროლი იარაღით ჩამოაგდეს". - წერს გლადკოვი. 

გლადკოვის თქმით, შებეკინსკის საქალაქო ოკრუგის დასახლებაში სახლებისა და შენობების დაზიანებების შესამოწმებლად მივიდა. 

"დასახლების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ვიქტორ ივანოვიჩთან მოვილაპარაკე. შევთანხმდით იქ მცხოვრებთა დამატებით დახმარებაზე, პროდუქტებითა და დრონების დეტექტორებით". - წერს გლადკოვი. 

გლადკოვის მტკიცებით, სახლებს, რომლებიც მოინახულა, ვიდეოები და ფოტოები მცხოვრებთა თხოვნით არ გადაუღო.

"ფოტოები და ვიდეობი სპეციალურად არ გადაგვიღია იმ ადგილებისთვის, სადაც ვიყავით - მცხოვრებთა თხოვნით. არ ვუთითებ მისამართებს, რადგან ყველა ღელავს. საშიშროება, როგორც იყო, ისევე რჩება დიდად. ნამდვილად არაა ფოტოების დრო..." - წერს გლადკოვი. 

კომენტარები