რუსული რეჟიმი

საგამოძიებოს უფროსს დაცვა დაენიშნა, კალანდარაშვილს კი გაუხანგრძლივდა - განკარგულებები

კარლო კაციტაძე/გიორგი კალანდარიშვილი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურს უფროსს, კოკა კაციტაძეს ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. განკარგულება 26 დეკემბრით თარიღდება.

ამავე დღეს გამოქვეყნებული კობახიძის განკარგულების თანახმად, სახელმწიფო დაცვის ვადა გაუხანგრძლივდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსაც.

კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს დაენიშნა. მაშინ ამის მიზეზად საპარლამენტო არჩევნები დასახელდა და ვადად კი "საჭიროების გასვლამდე" განისაზღვრა.

კომენტარები