ბაზარი ორბელიანის ინფორმაციით, 27 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით საკვები მოლის სივრცე მცირე მეწარმეებს დაეთმობა.
"ბაზარი ორბელიანი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად გვერდში უდგას ადგილობრივ მცირე მეწარმეებს და სტარტაპერებს. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მცირე ბიზნესებს დღეს განსაკუთრებულად ესაჭიროებათ ჩვენი და საზოგადოების მხარდაჭერა.
ამ მიზნით, 27 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ბაზარი ორბელიანის სივრცე დაეთმობა მცირე მეწარმეებს, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, მოინახულოს, შეიძინოს მათი პროდუქტი, გაუზიაროს მხარდაჭერა და წაახალისოს მათი საქმიანობა". - წერია პრესრელიზში.
ბაზარი ორბელიანის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას 100-ზე მეტი მეწარმე მიიღებს, მათ შორის, რეგიონებიდანაც. ამასთანავე, პროექტის მხარდამჭერები საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან.





