კანადა-უკრაინა

კანადის პარლამენტმა უკრაინისთვის $600 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა

ფოტო: ჯასტინ ტრუდო 

კანადის პარლამენტმა უკრაინისთვის 764 მილიონი კანადური დოლარის (დაახლოებით 587 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა.

კანადის თავდაცვის მინისტრის, ბილ ბლერის თქმით, ეს თანხები დიხარჯება "საბრძოლო მასალებზე, წვრთნებზე და სხვა საჭირო რესურსებზე, რომლებიც უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინელების გამარჯვებისთვის".

ეს თანხები იმ ბიუჯეტური დოკუმენტის ნაწილია, რომლის დამტკიცებაც საშუალებას მისცემს კანადის მთავრობას დამატებით 21 მილიარდი კანადური დოლარი სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის, ეროვნული თავდაცვისთვის დახარჯოს.

გარდა ამისა, დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია 400 მილიონი კანადური დოლარი (დაახლოებით 307 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით, რომელიც გამოიყოფა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალური ანგარიშიდან.

ამასთან ერთად, კანადის პარლამენტმა 45 მილიონი კანადური დოლარი (დაახლოებით 35 მილიონი აშშ დოლარი) " უკრაინაში ჰუმანიტარული განაღმვისა და კიბერუსაფრთხოების მდგრადობის გაძლიერებისთვის" გამოყო.

კომენტარები