მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
დამატებითი დეტალებისთვის ტაბულა შსს-საც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სავარაუდოდ ნასვამ ადამიანს მეტროს ბაქანზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ხელი ჰკრა და ლიანდაგებში, მატარებლის ქვეშ ჩააგდო.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, სავარაუდო დამნაშავე გაქცევის დროს მეტროს თანამშრომელმა გოგონამ და ერთ-ერთმა მგზავრმა მამაკაცმა დაიჭირეს.