უკანასკნელი მონაცემებით, 6 დეკემბერს ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა, მათ შორის იყო სკოლის 2 მოსწავლე გოგონა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 27 ადამიანი.
"მტრის დარტყმის შედეგად მანქანებში ორი უდანაშაულო გოგონა ცოცხლად დაწვა" - წერს ინსტაგრამზე ზაპორიჟიეს განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი.
Euromaidanpress-ის ინფორმაციით, ეს თავდასხმა ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე სასიკვდილო დარტყმა იყო ზაპორიჟიეს ოლქზე. რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმა პიკის საათებში მიიტანა.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოში 12 დაშავებული ადამიანია გადაყვანილი . ოთხი მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ერთ-ერთს კიდურის ამპუტაცია ესაჭიროება. სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება სამი ბავშვი: 11 წლის ბიჭი რბილი ქსოვილების დაზიანებით, 4 წლის გოგონა სახის ჭრილობებით და 4 თვის ჩვილი მუცლის ტრავმით.