რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინამ რუსეთზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანა - რიაზანის ავიაბაზასთან აფეთქებები მოხდა

დიაგილევოს ავიაბაზა რიაზანში

4 დეკემბრის ღამით უკრაინამ რუსეთზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანა. რუსეთის ქალაქ რიაზანში, დიაგილევოს ავიაბაზასთან რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხი Astra, რუსეთის ფედერაციის რიაზანის ოლქის გუბერნატორი პაველ მალკოვი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო Telegram-ზე ავრცელებენ.

Astra-ს ცნობით, რამდენიმე აფეთქება ღამით მოხდა, ერთ-ერთი მათგანი ვიდეოზეა გადაღებული.

პაველ მალკოვის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რიაზანის რეგიონის მასშტაბით, სავარაუდოდ, 3 პილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

"წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის" - წერს რიაზანის გუბერნატორი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მათ ღამით, სავარაუდოდ, 24 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, აქედან, 6 როსტოვის ოლქში, 5 ბრიანსკში, 4  ბელგოროდის ოლქში, 3  რიაზანში და 1 - ასტრახანის ოლქში, 5 კი კრასნოდარის მხარეში.

კომენტარები