ALDE: ევროპელი ლიბერალები საქართველოს მამაცი მოქალაქეების გვერდით დგანან

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ისინი საქართველოს მამაცი მოქალაქეების გვერდით დგანან, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან.

"საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების რეჟიმს, რომელმაც პუტინის ავტორიტარიზმი დემოკრატიას ამჯობინა. ევროკავშირი არ შეიძლება გაჩუმდეს. ლიბერალები დგანან საქართველოს მამაცი მოქალაქეების გვერდით, რომლებიც თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან". - ამბობს ALDE-ს პრეზიდენტი, სვენია ჰანი.

ამასთან, ALDE აღნიშნავს, რომ ევროპელი ლიბერალები სოლიდარობას უცხადებენ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებსა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და გმობენ ძალადობრივ აქტებს.

კომენტარები