რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

მედია: ტუაფსეს პორტში, სავარაუდოდ, იერიშის შედეგად რუსული სადესანტო გემმა დაზიანება მიიღო

რუსული დიდი სადესანტო გემი "Петр Моргунов"
რუსეთის ფლოტის პრესსამსახური

მედიის ინფორმაციით, 29 ნოემბერს რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ტუაფსეს პორტში აფეთქების ხმის შემდეგ კვამლი გაჩნდა. გამოცემები ვარაუდობენ, რომ პორტზე იერიშის შედეგად Иван Грен-ის კლასისის რუსული დიდი სადესანტო გემი (БДК) მწყობრიდან გამოვიდა.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ტუაფსეს პორტის ერთ-ერთ ნავმისადგომთან კვამლი ჩანს.  ტელეგრამ-არხი Крымский ветер წერს, რომ ეს ნავმისადგომი სამოქალაქო გემებისთვის გამოიყენებოდა. თუმცა, 20 ნოემბერს SantinelHub-ის სატელიტურმა ფოტოებმა აჩვენა, რომ იქ 135 მეტრის სიგრძის ხომალდი იყო გაჩერებული, რომელიც სადესანტო გემი შეიძლება ყოფილიყო. 

"ეს შეესაბამება რუსული საომარი გემების, პროექტ 11711 БДК-ის Иван Грен-ის კლასს. ასეთი БДК შავ ზღვაში ამჟამად ერთი ცალია - Петр Моргунов-ი რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობიდან". - წერს ტელეგრამ-არხი.

2022 წლის თებერვალში რუსეთმა სამხედრო გემი Петр Моргунов-ი ნოვოროსიისკის პორტიდან შავ ზღვაში აქ რუსული ფლოტის გასაძლიერებლად გადაადგილა. 

კომენტარები