ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიშიკო მუმლაძე პოლიციამ დააკავა.
ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ქართული ოცნების ოფისებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მოქალაქეები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს 2028 წლამდე "დღის წესრიგში" არ დააყენებს.





