27 ნოემბერს, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსი ოკუპანტების ვერსიით, ხმები საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დრონების მოგერიებამ გამოიწვია, თუმცა, ადგილობრივებისა და სხვადასხვა ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინულმა მხარემ თავდასხმა სევასტოპოლთან ახლოს მდებარე ბელბეკის აეროდრომზე მიიტანა.
"სევასტოპოლში ჩვენი სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმას იგერიებდნენ, საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, მათ ორი საჰაერო სამიზნის ჩამოგდება შეძლეს". - წერს ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები კომბინირებულ შეტევას აწარმოებენ დრონების, Neptune-ის ტიპის რაკეტების და С-200-ის ტიპის რაკეტების გამოყენებით.





