ქართული ოცნება

სპორტსმენებისთვის პრემიების ცვლილებაზე რეფორმა ხომ არ იგეგმება? - ტალახაძის კითხვა

ქართული ოცნების დეპუტატმა, ლაშა ტალახაძემ პარლამენტში, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, თინათინ რუხაძეს ჰკითხა, სპორტსმენებისთვის პრემიების ცვლილებაზე რეფორმა ხომ არ იგეგმება. 

"ვინაიდან, როდესაც წარმატებას აღწევს, ბევრ სპორტსმენს, თითოეულ ჩვენგანს ეს გვიფასდებოდა და გვიფასდება პრემიების სახით - ამაზე მაინტერესებს, ხომ არ იგეგმება რეფორმა მთავრობის მიმართ პრემიების ცვლილებაზე? აუცილებელიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგი ერთხელ აღწევს წარმატებას და სპორტსმენს იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ პარალელურად, სხვა საქმიანობას მიჰყვეს". - თქვა ტალახაძემ.

დღეს, 27 ნოემბერს, ერთპარტიულ პარლამენტში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, კულტურისა და სპორტისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

კომენტარები