გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთი აშშ-სთან მოლაპარაკებებს მართავს Gazprombank-ზე ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებთან ჩახსნის თაობაზე, რათა რუსული გაზის იმპორტის თურქეთმა საფასურის გადახდა შეძლოს.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა 25 ნოემბერს რეპორტიორებს განუცხადა, რომ სანქციებზე შეღავათის ვერ მოპოვების შემთხვევაში, თურქეთი რუსეთისთვის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს. "თუ გადახდა არ შეგვიძლია, ვერ შევძლებთ პროდუქტის ყიდვას". - თქვა ბაირაქტარმა.
რუსეთი თურქეთისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელია: 2023 წელს თურქეთში რუსული გაზის იმპორტის წილი 42% იყო.
Gazprombank-ზე დაწესებული სანქციებისთვის აშშ უნგრეთმაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ენერგოუსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ Bloomberg-ს უთხრა, რომ რეგიონის ქვეყნები "გზებს მონახავენ", რათა რუსეთიდან ბუნებრივი აირის დინება გაგრძელდეს.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო დრონებსა და კრიტიკული მნიშვნელობის საარტილერიო ჭურვებს აწვდის, ანკარას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია.
რუსეთსა და მოსკოვს თურქეთში ბუნებრივი აირის ჰაბის შექმნა სურთ, რაც, შესაძლოა, შავი ზღვის გავლით წყალქვეშა მილსადენების გაყვანამდეც მივიდეს. ბუნებრივი აირის გარდა, თურქეთი რუსული ნედლი ნავთობის იმპორტზეც არის დამოკიდებული.
21 ნოემბერს, აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) Gazprombank-ს სანქციები დაუწესა. სანქციები ასევე დაუწესდა Gazprombank-ის ფილიალებს შვეიცარიაში, სამხრეთ აფრიკაში, ჰონგ კონგში, ლუქსემბურგსა და კვიპროსში.
სანქციების შემდეგ, რუსულმა სამთავრობო მედია ТАСС-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Gazprombank-ის მიერ ამოშვებული ჩინური UnionPay-ის გადახდის სისტემა ფუნქციონირებას წვეტს ინდოეთში, არგენტინაში, ეგვიპტეში, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ აფრიკაში, უზბეკეთში, ტუნისში, ყაზახეთში, გერმანიაში, ვიეტნამსა და კიდე რამდენიმე ქვეყანაში.
23 ნოემბერს ТАСС-მა ასევე დაწერა, რომ Gazprombank-ის ბარათებს აღარ იღებენ არაბეთის გაერთიანებული საემიროების (UAE) ბანკებიც - ბარათებიდან ფულის გამოტანის მცდელობისას ბანკომატები ტექნიკური შეცდომის შესახებ გასცემენ გაფრთხილებას.