24 ნოემბერს ურუგვაიში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც გამარჯვება ოპოზიციის მემარცხენე კანდიდატმა, იამანდუ ორსიმ მოიპოვა.
ოფიციალური შედეგების მიხედვით, ორსიმ ხმების 48.9%-ით გაიმარჯვა, ხოლო მისმა ოპონენტმა კანდიდატმა, კონსერვატმა ალვარო დელგადომ 45.90% აღება შეძლო. მოსახლეობის აქტივობამ თითქმის 90%-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ურუგვაიში ხმის მიცემა კანონით სავალდებულოა. მათთვის ვისაც ხმის მიცემა საერთოდ არ სურთ, წინასწარ ახსნა-განმარტებითი წერილის დაწერაა სავალდებულო. წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა და სხვა სასჯელები.





