რუსული სამთავრობო მედია ТАСС-ის ცნობით, რუსული "გაზპრომბანკის" მიერ გამოშვებული ჩინური UnionPay-ის გადახდის სისტემა ფუნქციონირებას წვეტს ინდოეთში, არგენტინაში, ეგვიპტეში, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ აფრიკაში, უზბეკეთში, ტუნისში, ყაზახეთში, გერმანიაში, ვიეტნამსა და კიდე რამდენიმე ქვეყანაში.
23 ნოემბერს ТАСС-მა ასევე დაწერა, რომ გაზპრობანკის ბარათებს აღარ იღებენ არაბეთის გაერთიანებული საემიროების (UAE) ბანკებიც - ბარათებიდან ფულის გამოტანის მცდელობისას ბანკომატები ტექნიკური შეცდომის შესახებ გასცემენ გაფრთხილებას.
ბანკომატიდან თანხის გამოტანის მცდელობისას, შეიძლება გამოჩნდეს შეტყობინება ტექნიკური შეცდომის შესახებ ან, რომ ბანკი ამ ბარათს არ ემსახურება. გარდა ამისა, ზოგიერთ ბანკომატში ჩნდება ინფორმაცია, რომ ბანკმა არ დაამტკიცა ტრანზაქცია ამ ბარათით.
მსგავსი პრობლემა შეიმჩნევა როგორც სახელმწიფო ბანკების ბანკომატებში, ასევე, მაგალითად, თურქეთის კერძო ფინანსურ დაწესებულებებსა და უცხოური კაპიტალის მქონე ბანკებში. ისინი უარს ამბობენ UnionPay სისტემით როგორც გაზპრომბანკის კორპორატიული, ასევე პერსონალური ბარათების მომსახურებაზე.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე, 21 ნოემბერს, აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) გაზპრომბანკს სანქციები დაუწესა. სანქციები ასევე დაუწესდა გაზპრომბანკის ფილიალებს შვეიცარიაში, სამხრეთ აფრიკაში, ჰონგ კონგში, ლუქსემბურგსა და კვიპროსში.