ხავერდოვანი რევოლუცია

თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა საღებავით დააზიანეს

Petr Kubernat/X

თბილისში, ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკის გალავანზე განთავსებული გამოფენა, რომელიც ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35-ე წლისთავს ეძღვნება, საღებავით დააზიანეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა გაავრცელა. 

"სამწუხაროდ, ასე დამთავრდა ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა 1 კვირის შემდეგ. გამოფენა ვაკეში, მერიის მოპირდაპირე მხარეს, ვაცლავ ჰაველის პარკის გალავანზე იყო განთავსებული. ვერ ვიჯერებ, რომ ვინმეს ამ გამოფენასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა ჰქონდა!". - წერს კუბერნატი X-ზე. 

ჩეხეთის ელჩმა მომხდარის ამსახველი ფოტოსურათებიც გამოაქვეყნა:

ხავერდოვანი რევოლუციიდან 35 წელი გავიდა. იმდროინდელი ჩეხოსლოვაკიის დედაქალ პრაღაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები 1989 წლის 17 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. შედეგად, ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დაემხო და საპარლამენტო დამყარდა. 

კომენტარები