უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ახალი ექსპერიმენტული ბალისტიკური იარაღის Орешник-ის გამოყენებას Telegram არხზე გამოეხმაურა.
"მსოფლიოს უნდა ჰქონდეს რეაქცია ამაზე. საჭიროა, რომ პუტინმა იგრძნოს, რა საფასური აქვს მის ამბიციებს". – წერს ზელენსკი.
ზელენსკის აზრით, პუტინმა ბალისტიკური რაკეტების გასროლით "ესკალაციისკენ მეორე ნაბიჯი გადადგა", პირველ ნაბიჯად უკრაინის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ომში ჩართვას მიიჩნევს.
"პუტინმა გადადგა ეს ნაბიჯი ისე, რომ მსოფლიოში არავის აზრი გაითვალისწინა. ის ერთადერთია ვინც დაიწყო ეს ომი და ვინც აკეთებს ყველაფერს, რომ ომი 1000 დღეზე დიდხანს გაგრძელდეს. დღევანდელი ბალისტიკური რაკეტა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს". – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ უკრაინის მიერ შორი რადიუსის იარაღის გამოყენება ომის ესკალაციისკენ გადადგმული ახალი ნაბიჯია:
"უკრაინის შეიარაღებული ძალებს აქამდეც არაერთხელ გამოუყენებია ბალისტიკური რაკეტები".





